Belive

გვარდიოლას ღირსეული საქციელი ბარტონთან მატჩის შემდეგ, რომელმაც გულშემატკივრები გააოგნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "მანჩესტერ სიტი" "ბარტონს" დაუპირისპირდა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა 9 უპასუხო გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს. ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლა მოედანზე შევიდა და "ბარტონის" ყველა ფეხბურთელს სათითაოდ ჩამოართვა ხელი. "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის ღირსეულ საქციელს სოციალურ ქსელებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ლიგის თასის ფინალში გასვლა გაინაღდა - განმეორებით შეხვედრაში "ბარტონის" მიერ 9 ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა უტოპიის სფეროს წარმოადგენს. "მანჩესტერ სიტის" მეტოქის ვინაობა "ჩელსი" "ტოტენჰემის" განმეორებითი დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

სხვა სტატიები