Belive

გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საშინაო არენაზე დერბი მოიგო და "სიტის" 2 უპასუხო გოლი გაუტანა. "ქალაქელებისთვის" ეს მიმდინარე სეზონში მეშვიდე მარცხი იყო, რაც პეპ გვარდიოლასთვის ანტი-რეკორდია. აქამდე, ესპანელ სპეციალისტს ერთ სეზონში, შიდა ჩემპიონატში 6-ზე მეტი შეხვედრა არასდროს წაუგია. "ბარსელონაში" და "ბაიერნში" მუშაობისას 48 წლის მწვრთნელის ჰქონდა ყველაზე ცუდი შედეგი 5 წაგება იყო. რაც შეეხება ინგლისს, აქ გვარდიოლას გუნდმა სადებიუტო სეზონში 6 მატჩი დათმო. არ არის გამორიცხული, პეპის ანტი-რეკორდი კიდევ უფრო გაიზარდოს - ინგლისის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონს წინ კიდევ 10 მატჩი ელის, აქედან ორი "ლივერპულისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ.

სხვა სტატიები