Belive

გვარდიოლას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემტვრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" მარჯვენა მცველმა, ბრაზილიელმა დანილომ არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში (1:0) ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მოედანი 53-ე წუთზე დატოვა და ისიც აღსანიშნავია, რომ მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს დანილო, რომელიც "სიტიში" კაილ უოლკერის შემცვლელად ითვლება. 2015 წელს მადრიდის "რეალმა" პერსპექტიული, სტაბილური მარჯვენა მცველის სტატუსით დანილო €31,50 მილიონად შეიძინა, თუმცა 2 წლის განმავლობაში დანილომ იმედები ვერ გაამართლა. 2017 წლის 23 ივლისს ბრაზილიელი მცველი "სიტის" €30 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდში 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 2 ასისტის გაკეთება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დანილოს გარდა, "სიტის" ლაზარეთში 4 ფეხბურთელი იმყოფება: კლაუდიო ბრავო, ელიაკიმ მანგალა, ფილიპ სანდლერი და ილკაი გიუნდოგანი.        

სხვა სტატიები