Belive

გვარდიოლას კომენტარი ლიონთან წაგების შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პეპ გვარდიოლამ "ლიონთან" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. "დიახ ჩვენ დღეს მეოთხედფინალში დავმარცხდით. პირველი 25 წუთის შემდეგ ჩემი გუნდი უფრო აქტიურად უტევდა და ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობდნენ. მეორე ტაიმში ვგრძნობდი, რომ ჩვენ უკეთესები ვიყავით, მაგრამ ხანდახან არ არის საკმარისო იყო უკეთესი. ჩვენ არ გამოგვივიდა ის, რაც გვინდოდა." ჟურნალისტმა გვარდიოლას შესაძლო თამაშგარე მდგომარეობაზეც ჰკითხა. "არ მსურს მსაჯებზე საუბარი, ჩვენ დავმარცხდით და ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანია. გვქონდა შეცდომები და მირჩევნია ამ შეცდომებზე ვიფიქრო. ვიმეორებ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.  გადამწყვეტ მომენტებში არ გაგვიმართლა. "ლიონის" ფეხბურთელები ცდილობდნენ ჩვენი სუსტი წერტილების გამოყენებას და ეს გამოუვიდათ. ფრანგებმა ორივე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს. მათი შეტევა მოწოდების სიმაღლეზე იდგა." "ჩვენ შევქმენით არაერთი შანსი. მატჩის გარკვეულ პერიოდში მთლიანად ვდომინირებდით, გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი და შეგვეძლო კიდევ გატანა, მაგრამ ასე არ გამოვიდა." ესპანელ სპეციალისტს, რაჰიმ სტერლინგის გაფუჭებულ მომენტზეც ჰკითხეს. "ამ მომენტმა მატჩის შედეგზე იქონია გავლენა. შეგვეძლო გატანა და დამატებით დროში გადასვლა, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩვენ მესამე გოლი გავუშვით. არ მინახავს სტატისტიკა, მაგრამ მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ მათზე მეტჯერ დავარტყით, მათზე მეტი შანსი გვქონდა. ყველაფერი ვცადეთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ დავმარცხდით." "მთლიანად კლუბი იმედგაცრუებულია. ჩემი ფეხბურთელები შვებულებაში გავლენ და მალე დაბრუნდებიან. ჩვენ კვლავ ვეცდებით მწვერვალების დაპყრობას. ვფიქრობ, რომ ამ ბარიერს აუცილებლად დავძლევთ და მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერები დავბრუნდებით." შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ზედიზედ მეოთხედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. "მონაკო", "ლივერპული", "ტოტენჰემი", "ლიონი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც "ქალაქელებმა" ვერ აჯობეს.

სხვა სტატიები