Belive

გვარდიოლას რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ფერნანდინიო სიტის ტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც "ატლეტიკო" "მანჩესტერ სიტის" უპირისპირდება, პეპ გვარდიოლამ არც ისე სასიამოვნო სიახლე გაიგო. პრემიერ ლიგის გრანდის რიგებში გატარებული 9 წლის შემდეგ, ფერნანდინიო "მანჩესტერ სიტის" ტოვებს. "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის წინ, ფერნანდინიომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

ფერნანდინიოს გადაწყვეტილების შესახებ, ჟურნალისტებმა პეპ გვარდიოლას ჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ გვარდიოლამ კაპიტნისა და გუნდის ლიდერის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა. "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა იმედგაცრუება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ფერნანდინიო გუნდის გამორჩეული წევრია.

სხვა სტატიები