Belive

გვარდიოლას რეაქცია ვინიციუსის ულამაზეს გოლზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "რეალს" დაუპირისპირდა. "ეტიჰადზე" გამართული დრამა მასპინძელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ "ეტიჰადზე" შეკრებილმა პუბლიკამ ულამაზესი მატჩი იხილა, რომელშიც ორივე გუნდმა მრავლად შექმნა სახიფათო მომენტი და ულამაზესი გოლები გავიდა. განსაკუთრებით სანახაობრივი აღმოჩნდა, ვინიციუსის გატანილი გოლი, რომელმაც ეფექტური მოძრაობით, ფერნანდინიოს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და "მანჩესტერ სიტის" ულამაზესი გოლი გაუტანა. "სამეფო კლუბის" ბრაზილიელი ვარსკვლავის ბრწყინვალე გოლმა, პეპ გვარდიოლა განარისხა - სოციალური ქსელების მომხმარებლებს, პეპის რეაქცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

სხვა სტატიები