Belive

გვარდიოლას თაობაზე სილვა საინტერესო განცხადებას ავრცელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ვარსკვლავი, დავიდ სილვა პეპ გვარდიოლას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. სილვას მტკიცებით, პეპ გვარდიოლა გენიალური ტაქტიკოსია. "მოვლენების განჭვრეტა პეპს მათ მოხდენამდე შეუძლია, რაც მას უდიდეს უპირატესობას სძენს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, მისი დამსახურებით მოედანზე მეტად მომთმენი გავხდი. პეპთან თანამშრომლობის დაწყებამდე, მოედანზე ბევრს ვმოძრაობდი, მსურდა რომ ყველგან ვყოფილიყავი. მან მასწავლა, რომ კონკრეტულ ზონაში მემოძრავა და დავლოდებოდი ბურთს. გვარდიოლა ფეხბურთის გენიაა", აღნიშნა დავიდ სილვამ.

სხვა სტატიები