Belive

გვილია ხორვატიასთან შეხვედრაზე: ბელარუსთან გამოსაყენებელი სქემა უნდა გამოვცადოთ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვაკო გვლია საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ხორვატიასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიის“ ნახევარმცველმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ხორვატები მსოფლიო ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელარუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეიოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ," აღნიშნა გვილიამ. საქართველოსა და ხორვატიას შორის ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში, 19 ნოემბერს, 21:00-ზე გაიმართება.
KJR_60191

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი) თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)
 

სხვა სტატიები