Belive

გვილიამ ლეგია დატოვა - ვაკო თავისუფალი აგენტია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვაკო გვილიამ 2 წლიანი პოლონური კარიერის შემდეგ, "ლეგია" დატოვა. ვარშაველებმა გუშინ ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა "პოდბესკიძიეს" წინააღმდეგ გამართეს და 1:0 მოიგეს. "ლეგიას" პოლონეთის ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე მაინც განაღდებული ჰქონდა, გვილიას კი აღნიშნულ მატჩში არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს "ლეგიასთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა, ამ დრომდე კი გუნდი არცერთ შეხვედრას არ გამართავს.
"ვაკო ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ის მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში და ღიმილით ასრულებდა ყველა საფეხბურთო და არა-საფეხბურთო მოვალეობას. ვაკო, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც "ლეგიასთვის" გააკეთე და წარმატებები კარიერის მომდევნო ეტაპებზე," - წერს "ლეგიას" ოფიციალური გვერდი.
გვილია თავისუფალი აგენტი გახდა - ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას. ვაკომ "ლეგიას" რიგებში 70 მატჩი ჩაატარა - 26 წლის ქართველის ანგარიშზე 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები