გვილიას პირველი კომენტარი პოლონეთის ჩემპიონობის შემდეგ

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი გახდა – ექსტრაკლასას 35-ე ტურში “ლეგიამ” შინ “კრაკოვია” დაამარცხა და ტიტული ორი ტურით ადრე გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო მატჩში მეორე ბურთი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

26 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

“ჩვენ ჩემპიონები ვართ! ლეგიას ჩემპიონობა არის იმ დაუღალავი შრომის, თავგანწირვის და ერთად ყოფნის შედეგი, რომელსაც მთელი გუნდი უკანასკნელი წლის განმავლობაში ერთად ვასრულებდით. აღმავლობისა თუ დაღმავლობის დროს ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის ერთმანეთისთვის საბრძოლველად. ეს არის ჩვენი ღირებულება. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ხალხს, რომელიც ქმნის საოცარ ატმოსფეროს და არის ლეგიას მე-12 მოთამაშე. გილოცათ ყველას, ვისაც ეს წარმატება გაგიხარდათ, ეს მხოლოდ დასაწყისია.”

“ლეგია” პოლონეთის ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა. ვარშავულ კლუბს აღნიშნული ტიტული ბოლოს 2018 წელს ჰქონდა მოგებული. გვილიამ საჩემპიონო სეზონში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(163)

გვილიას პირველი კომენტარი პოლონეთის ჩემპიონობის შემდეგ

სტატიის ავტორი
-