Belive

ჰაკიმი და პსჟ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერისა'' და მაროკოს ეროვნული ნაკრების მცველი, აშრაფ ჰაკიმი კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის. მაროკოელი ახალ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ,,პსჟ'' ჰაკიმის სანაცვლოდ ,,ინტერს'' 60 მილიონ ევროს გადაუხდის და მილანური გუნდი დამატებით 10 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუხედავად ,,ჩელსის'' ფეხბურთელისადმი ინტერესისა, ლონდონელებს ,,ინტერისთვის'' ოფიციალური შეთავაზებით არასდროს არ მიუმართავთ. ჰაკიმიმ გასულ სეზონში ,,ნერაძურის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები