Belive

ჰალ სიტის პრეზიდენტი: "ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჰალ სიტის" პრეზიდენტმა, აჩუნ ილიჩალიმ შოთა არველაძის ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სანაკრებო შესვენების დროს შოთასთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და განვიხილეთ გუნდის მოძრაობის მიმართულება და მომავალი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავშორებულიყავით", - თქვა თურქმა მენეჯერმა.

ცუდი სერიის შემდეგ, რომელიც ზედიზედ 4 მარცხს, 10 ჩატარებულ შეხვედრაში დაგროვებულ 11 ქულას და  მე-20 პოზიციას ითვლის.

49 წლის სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონშიფის წარმომადგენელ გუნდს სათავეში 2022 წლის 27 იანვარს ჩაუდგა და მას 30-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 15-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები