Belive

ჰოლანდმა სოლსკიაერს განუცხადა რომ იუნაიტედში სურს გადასვლა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. ყველაზე ახლოს როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედია." ნორვეგიელი საოცარი ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ერლინგს 22 შეხვედრაში 28 გოლი აქვს გატანილი. ავსტრიის ჩემპიონატში ახლა 2 თვიანი შესვენებაა და არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ ჰოლანდისთვის "ჰარტბერგთან" თამაში უკანასკნელი იყო "ზალცბურგის" რიგებში. ნორვეგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა "მირორზე" დაყრდნობით  ჰოლანდმა თვითონ გადაწყვიტა მისი მომავალი. ერლინგს "იუნაიტედში" სურს გადასვლა. იგი უკვე ესაუბრა "ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს და თვლის, რომ "მანჩესტერული" გრანდი მისი მომავლისთვის საუკეთესო ვარიანტია.

სხვა სტატიები