ჰალერი: “იმაზე დიდ კლუბში ვთამაშობ, ვიდრე მესი და რონალდუ ერთად”

სებასტიენ ჰალერი ინტერვიუში “აიაქსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შედარების შესახებ ისაუბრა.

კოტ-დივუარის ნაკრების ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ის ისტორიული გუნდის წევრია.

“როგორ არის “მანჩესტერ იუნაიტედი” “აიაქსზე” დიდი კლუბი? ამსტერდამელებს  ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვთ მოგებული და შიდა ჩემპიონატის 30-ზე მეტი ტიტულიც მოიპოვეს. “იუნაიტედს” 3 ლიგა და ინგლისში მოპოვებული 20 თასი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე გაცილებით ისტორიულ გუნდში ვთამაშობ, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ერთად. ეს ფაქტებია!” – თქვა ჰალერმა.

შეგახსენებთ, რომ სებასტიენმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩში გაიტანა და ამით მან რონალდუს რეკორდი გაიმეორა.

ჰალერი: “იმაზე დიდ კლუბში ვთამაშობ, ვიდრე მესი და რონალდუ ერთად”

სტატიის ავტორი
-