Belive

ჰამილტონი და სერენა უილიამსი ჩელსის მეწილეები გახდებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
F1-ის 7-გზის ჩემპიონი და დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებული, სერენა უილიამსი, ლონდონის "ჩელსის" მეწილეები გახდებიან - Sky Sports-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისინი სერ მარტინ ბრაუტონის კონსორციუმში £20 მილიონის ინვესტიციას განახორციელებენ. ბრაუტონის კონსორციუმი "ჩელსის" შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, კლუბის შესაძენი სავარაუდო ფასი კი £2.5 მილიარდია. თავად ბრაუტონი, British Airwaus-ისა და "ლივერპულის" ყოფილი ხელმძღვანელია. ცნობილია, რომ ბრიტანელი ბიზნესმენი სპორტსმენებთან მოლაპარაკებას გასული კვირების განმავლობაში აწარმოებდა. საინტერესო ფაქტია ის, რომ ლუის ჰამილტონი ლონდონის "არსენალის" ქომაგია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ "მეთოფეებს" 5 წლის ასაკიდან ქომაგობს. ლონდონის "ჩელსი" მარტის შემდეგ ახალ მფლობელს ეძებს - უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე, დიდმა პრიტანეთმა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა და გამონაკლისი არც ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, რომან აბრამოვიჩი გამოდგა. პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შეფასებით, ”ბრიტანეთი არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის, ვინც მხარს უჭერდა პუტინის სასტიკი თავდასხმას უკრაინაზე. დღევანდელი სანქციები წარმოადგენს მორიგ ნაბიჯს უკრაინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები იმ ადამიანების დევნაში, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, საავადმყოფოების განადგურებისა და მოკავშირეების უკანონო ოკუპაციაში მონაწილეობას იღებენ“.

სხვა სტატიები