Belive

ჰამშიკი ჩინეთში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" ცოცხალი ლეგენდა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირი, მარეკ ჰამშიკი მოლაპარაკებებს ჩინურ კლუბებთან აწარმოებს. აღნიშნული ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა. მისი თქმით, სლოვაკი ფეხბურთელი ნამდვილად აპირებს ჩინეთში გადასვლას.
"ჰამშიკს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნაპოლის წარმატებებში. ის გუნდის ლეგენდაა. მან ახალი ისტორია დაწერა. მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. თუ მას ახალი გამოწვევბი სურს, ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით" - განაცხადა ანჩელოტიმ.
ჰამშიკი "ნაპოლიში" 2007 წელს გადავიდა და 2017 წელს კლუბის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. სლოვაკს 121 ბურთი აქვს გატანილი. 31 წლის ნახევარმცველმა დიეგო მარადონას რეკორდიც კი დაამხო, რომელიც 115 გოლი იყო.  

სხვა სტატიები