Belive

ჰანდანოვიჩი ინტერის ერთგულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სლოვენიელმა მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა მილანის "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. 35 წლის გოლკიპერმა "ნერაძურისთან" ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა. გამოცდილი კარის დარაჯი იტალიურ გრანდში 2012 წლიდან, ანუ მას მერე ირიცხება, რაც 15 მილიონ ევროდ "უდინეზედან" შეიძინეს. ამჟამინდელი კონტრაქტი მას მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდებოდა. კარიერის განმავლობაში ჰანდანოვიჩს 588-დან 203 შეხვედრაში კარი მშრალად აქვს შენახული, და ჯამში 667 გოლი აქვს გაშვებული.

სხვა სტატიები