Belive

ჰანდანოვიჩი უდინეზესთან და მილანთან ვერ ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინტერის კაპიტანი და იმედი სამირ ჰანდანოვიჩი ზედიზედ ორ მატჩს გამოტოვებს. სამირს მილანური დერბის გამოტოვება მოუწევს. მიზეზი კი თითის დაზიანებაა. სლოვენიელ კიპერს მკურნალობისთვის 2 კვირა დასჭირდება. ანტონიო კონტემ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადში დეიან სტანკოვიჩის შვილი შეიყვანა. სტანკოვიჩის შვილი ინტერის ბ გუნდში ასპარეზობს. საინტერესოა მიეცემა თუ არა ახალგაზრდა კიპერს თავის გამოჩენის საშუალება.

სხვა სტატიები