Belive

ჰანს ფლიკის რეკორდული დასაწყისი ბაიერნში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ რაც მიუნხენის "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნიკო კოვაჩი გაათავისუფლა, მიუნხენურმა გრანდმა 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. "რეკორდმაისტერს" სათავეში ჰანს ფლიკი ჩაუდგა, რომელიც წესით და რიგით, კოვაჩის დროებით ჩამნაცვლებლად ითვლებოდა, თუმცა გერმანელი სპეციალისტი გუნდს შესანიშნავად გაუძღვა. გერმანული მედიის თანახმად, ჰანს ფლიკმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა - 4 მატჩის განმავლობაში, "ბაიერნმა" ოთხივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა გამოსარჩევი და რეკორდული ფაქტი გოლების სხვაობაა - "ბაიერნმა" 16 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არცერთი გოლი არ გაუშვია. სავარაუდოა, რომ შესანიშნავი სტარტის ფონზე, ფლიკს "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მისცემს შანსს და გუნდში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დატოვებს, ვიდრე თავიდან იგეგმებოდა. შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩი "აინტრახტთან" მატჩში ანგარიშით 5:1-ს წაგების შემდეგ გუნდიდან 3 ნოემბერს გაათავისუფლეს.  

სხვა სტატიები