Belive

ოფიციალურად - ჰანსი ფლიკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დატოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ,,ვოლფსბურგთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტის შეწყვეტა სურს:
,,დღეს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა მსურს. ხელშეკრულების გაწყვეტა ზაფხულში მინდა, ეს ფაქტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბს ეს პირადად ჩემგან გაეგო. ხელმძღვანელებს სურვილის შესახებ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისთანავე ვაუწყე. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ამ საოცარ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს.''
გერმანული პრესის ცნობით, ფლიკის წასვლის შემდეგ, ,,რეკორდმაისტერის'' მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. ფლიკმა ,,ბაიერნი'' 2019 წელს ჩაიბარა და მიუნხენურ გრანდთან ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები