Belive

ჰანსი ფლიკი: "სხვა რეალობას ვისურვებდით, მაგრამ ამ შედეგს უნდა შევეგუოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" - 1:0 იმარჯვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში, "პარი სენ-ჟერმენთან" ნათამაშები ფრისა და საშინაო კედლებში გაშვებული მეტი გოლის პრინციპით დამარცხდა, "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, კომენტარი გააკეთა. "საერთოდ, ჩემი გუნდი დამაგვირგვინებელ ფაზაში მაღალი ხარისხით გამოირჩევა, თუმცა დღეს ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით.   მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შედეგი გვსურდა, უნდა შევეგუოთ იმას რაც მოხდა", - თქვა 56 წლის გერმანელმა სპეციალისტმა. "პსჟ-სთან" პირველი შეხვედრა ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა საშინაო კედლებში - 2:3 დათმო, საპასუხო მატჩში კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კიდევ ერთი გოლის გატანა დააკლდა.

სხვა სტატიები