Belive

ჰარი კეინი გუნდს მადრიდში გაყვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ლიდერი, ჰარი კეინი მზად არის ფინალში სათამაშოდ. ჰარი კეინი გუნთან ერთად ვარჯიშობს და დიდი ალბათობით ფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებს. ინგლისელმა თავდამსხმელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მიიღო. "ტოტენჰემმა" მეორე მატჩი და ნახევარფინალური ეტაპის ორივე შეხვედრა ლიდერის გარეშე ჩაატარა. "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო იმედოვნებს, რომ კეინი შეძლებს ფინალში თამაშს.
"კეინი ფინალისთვის მზად იქნება, მაგრამ აღმოჩნდება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში ვერ გეტყვით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიგებთ და ჰარი სასტარტოში იქნება, ხალხი იტყვის, რომ მისი ძირითაში დაყენება კარგი იდეა იყო. წაგების შემთხვევაში კი გაგვაკრიტიკებენ." - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები