Belive

ჰარი კეინი: "მოურინიომ ტოტენჰემს თავისი ხელი დაატყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში, "ლესტერთან (3:0) გამარჯვების შემდეგ, "ტოტენჰემის" ლიდერმა ჰარი კეინმა თავისი გუნდის თამაშზე და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. "ჟოზე მოურინიოსთვის "ტოტენჰემში" მოსვლა და გუნდისთვის საკუთარი ხელის დატყობა რთული იყო, მაგრამ ბოლო 3 გამარჯვების მეშვეობით ჩვენ ეს შევძელით.  "ლესტერი" ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელსაც მე ხშირად ვუტან. მას მერე, რაც გოლი გავიტანეთ, თამაშზე კონტროლის დაწესება მოვახერხეთ. ყოველთვის ვცდილობ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, კომფორტულ პოზიციაში აღმოვჩნდე, შემდეგ კი გოლი ან გადის, ან არა - ამჯერად გამიმართლა.  მშვენიერია, რომ მოვახერხეთ და საჭირო ქულები არ დავკარგეთ", - თქვა ინგლისის ნაკრების კაპიტანმა. ამ გამარჯვების შემდეგ, "დეზებმა" 58 ქულა მოაგროვეს და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან, ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში კი, "განსაკუთრებულის" გუნდი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები