Belive

ჰარი კეინი: "ტოტენჰემი მანჩესტერთან ფავორიტია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის მოსაზრებით, მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ "ადრე ყოველთვის "მანჩესტერი" მიიჩნეოდა ფავორიტად, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია.ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვიგოთ - ჩვენ ხომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ," აღნიშნა "ტოტენჰემის" ლიდერმა. მიმდინარე სეზონში ჰარი კეინს პრემიერლიგაში უკვე 14 გოლი მოუგროვდა და "მანჩესტერის" მცველების მთავარი თავსატეხი სწორედ მისი შეჩერება იქნება. რაც შეეხება "მანჩესტერს," აღსანიშნავია რომ გუნდში ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" გაცილებით უფრო ხარისხიანი და შედეგიანი ფეხბურთის თამაში დაიწყეს, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ "უემბლიზე" შესანიშნავ მატჩს ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები