ჰარი კეინის ღირსეული საქციელი

პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ეგიდით გასამართი მატჩი, რომელშიც “ბარნლი” “ტოტენჰემს” უნდა დაპირისპირებოდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. პრემიერ ლიგის მატჩის გადადების ოფიციალურ მიზეზად, დიდთოვლობა დასახელდა.

აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად, “ტოტენჰემის” ორი ფანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინგლისში გაემგზავრა. დალასიდან – ლონდონში და შემდეგ ბარნლიში ჩასასვლელად, ფანებს 31 საათი დასჭირდათ, რის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. “სპურსის” ლიდერი – ჰარი კეინი, მომხდარს გამოეხმაურა და ფანები საშინაო მატჩზე პირადი სტუმრების სტატუსით დაპატიჟა.

ჰარი კეინის ღირსეული საქციელი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

“ახლა ვნახე ეს ტვიტი და მომხდარით ძალიან დამწუხრებული ვარ. თქვენი ერთგულებისა და მატჩის გადადებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, ლონდონში შემდეგი ვიზიტის დროს, “ტოტენჰემის” საშინაო მატჩზე პირადი სტუმრის სტატუსით დაგპატიჟებთ”, – განაცხადა ჰარი კეინმა.

ჰარი კეინის ღირსეული საქციელი 1

ჰარი კეინის ღირსეული საქციელი

სტატიის ავტორი
-