Belive

ჰარი კეინის მომავალი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად, საქმე ეხება ჰარი კეინს, რომლის შესახებაც უცხოურ მედიაში არაერთი მოსაზრება ვრცელდებოდა. ინგლისელი თავდამსხმელის გადაბირებით არაერთი კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი აქტივობით "მანჩესტერ სიტი" გამოირჩეოდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად კეინმა ოფიციალურად უარყო მისი ტრანსფერი და განაცხადა, რომ ის კვლავ "ტოტენჰემში" ითამაშებს.



"კვირა დღეს "ტოტენჰემის" ფანებმა საოცარი დახვედრა მომიწყეს, ასევე ძალიან სასიამოვნო იყო ბოლო რამდენი კვირის განმავლობაში გულშემატკივრებისგან მიღებული გამამხნევებელი გზავნილების წაკითხვა"  "ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არსად არ მივდივარ, ვრჩები ტოტენჰემში და 100%-ით ვიქნები ფოკუსირებული იმაზე, რომ კლუბმა მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოიპოვოს", - წერს კეინი თავის Twitter-ის გვერდზე.  

სხვა სტატიები