Belive

ჰარი კეინის ოთხი ყველაზე რთული მეტოქე

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისელმა ფორვარდმა 4 მცველი დაასახელა, რომლებიც მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები იყვნენ და, ამავდროულად, მისი ოცნების უკანახაზსაც წარმოადგენენ. ჰარი კეინის მიერ დასახელებულ სიაში შედიან "ჩელსის" ლეგენდა, "მადრიდის რეალის" ორი სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბრაზილიელი ფეხბურთელი. SPORTbible-თან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს "დეზების" ათიანმა ჯონ ტერი უყოყმანოდ დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე მცველებში, ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია. "მის წინააღმდეგ რამდენიმე წელი ვთამაშობდი, ის უბრალოდ ძალაინ ჭკვიანი მცველია. ის მშვენივრად არჩევდა პოზიციას, კარგად იყენებდა საკუთარ სხეულს, არ გაძლევდა ბევრი სირბილის საშუალებას",- განაცხადა ინგლისელმა ფორვარდმა.

კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, რომელიც კეინმა დაასახელა, "მადრიდის რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსია, ის თვლის, რომ ესპანელის წინააღმდეგ თამაში ყველასთვის ძალიან რთულია. "სერხიო რამოსი ძალიან კარგი, სრულყოფილი მოთამაშეა",- ამბობს კეინი სერხიო რამოსის შესახებ. რთულია, არ დაეთანხმო ინგლისელ ფორვარდს, რადგან რამოსი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, გარდა დაცვითი ფუნქციებისა უკვე წლებია ის "რეალის" ნამდვილი ლიდერია. კეინი და რამოსი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე. საუკეთესო მცველებზე საუბრისას, რომლებთანაც კი უთამაშია, კეინმა კიდევ ერთი "რეალის" ფეხბურთელი დაასახელა. "მარსელო, ფანტასტიკური მარცხენა მცველი- მისი ბურთის ფლობის უნარი გასაოცარია. ნადვილად განსაკუთრებული",- აცხადებს კეინი. რაც შეეხება მარჯვენა მცველს, ინგლისელი შემტევისთვის ყველაზე რთული მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეშია. კეინი აცხადებს, რომ ალვეშის წინააღმდეგ თამაშში დარწმუნდა, თუ რამდენად ძლიერი მოთამაშეა ბრაზილიელი.

"ძალიან ბევრი კარგი მცველია და ეს ჩემთვის კარგია, როდესაც თამაშობ საუკეთესოების წინააღმდეგ, ამის წყალობით საკუთარ თამაშს აუმჯობესებ",- ამბობს ტოტენჰემის ათიანი.

სხვა სტატიები