Belive

ჰარი კეინის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ვარსკვლავის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი კეინმა შესაძლოა 1 თვით იუქმოს. "დეზების" შემტევმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართული მატჩის მიწურულს მიიღო ტრავმა. ჰარი კეინი ფილ ჯონსთან და ვიქტორ ლინდელოფთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. ინგლისელმა ფორვარდმა შესაძლოა 24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასის ფინალში იასპარეზოს - ამისათვის მის გარეშე დარჩენილმა "ტოტენჰემმა" ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში "ჩელსის" ბარიერი უნდა გადალახოს.

სხვა სტატიები