Belive

ჰარი კეინისთვის ევროპული გრანდები იბრძვიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის გამორჩეული ფორვარდი ჰარი კეინი, რომელიც "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს, არაერთი ევროპული გუნდის სამიზნეა. კეინის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი", "მადრიდის რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამდნენ, თუმცა ეს უკანასკნელნი ფორვარდის გადმობირების ბრძოლაში "ჩაეხსნენ", ვინაიდან სატრანსფერო ღირებულება ზედმეტად დიდად ეჩვენათ. ამჟამად მთავარი ბრძოლა "რეალსა" და "სიტის" შორის გაიმართება, ჰარი კეინის სატრანსფერო ფასად "ტოტენჰემის" მესვეურები 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსის გამო განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია და გაუქმების პირასაა, მოედანზე 25-ჯერ გამოჩნდა, სადაც ინგლისელმა ფორვარდმა 17 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. ხაზგასასმელია, რომ კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები