Belive

ჰარი მაგუაიერი: "მანჩესტერ იუნაიტედის კრიტიკა შურითაა გამოწვეული"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედს" კრიტიკა ნამდვილად არ აკლია და ხშირად გუნდს სამართლიანადაც აკრიტიკებენ. "წითელმა ეშმაკებმა" ჯერ პრემიერ ლიგის მე-7 ტურში წააგეს "არსენალთან" 0:1, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში დამარცხდნენ "ბაშაქშეჰირთან" ანგარიშით 2:1. რასაკვირველია, ამ ყველაფერს მოჰყვა გუნდის კრიტიკა და მათ შორის მისი წამყვანი ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელისაც. ჰარი მაგუაიერი თვლის, რომ კრიტიკოსებს შურთ მათი იმ წარმატებების გამო, რასაც კლუბმა თავისი ისტორიის განმავლობაში მიაღწია და არ უნდათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იგივე გაიმეოროს. "წითელმა ეშმაკებმა" ორი მარცხის შემდეგ პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "ევერტონის" დამარცხება შეძლეს ანგარიშით 1:3, რითიც როგორც სატურნირო მდგომარეობა, ისე ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს. ჰარი მაგუაიერმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მისი სათამაშო ფორმის გამო, განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ისინი მსოფლიოში ყველაზე დიდ კლუბში თამაშობენ. მაგუაიერი განმარტავს : "ამ კლუბში ყოფნის დროს ერთ რამეს დავაკვირდი: ჩვენ ვართ კლუბი, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე მეტს საუბრობენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი კლუბი ვართ მსოფლიოში, ხალხს არ უნდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, რატომ? ალბათ იმ წარმატების გამო, რომელსაც წარსულში მივაღწიეთ".


     
მაგუაიერმა "ევერტონთან" გამართულ შეხვედრაში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო ედინსონ კავანიმ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში.  

სხვა სტატიები