Belive

ჰარი მაგუაირი - მანჩესტერის ტროას ცხენი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყოველგვარი მიკერძოებისა თუ არასამართლიანობის გარეშე: რატომ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე არასაიმედოდ მოქმედებს და რატომ ითვლება იგი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად? 2019 წლის აგვისტოში, ჰარი მაგუაირის სანაცვლოდ, "მანჩესტერმა" "ლესტერს" £78.3 მილიონი გადაუხადა, 2020-ის იანვარში კი ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მას კაპიტნის სამკლავური გადასცა. დიდ გუნდებს დიდი კაპიტნები ჰყავთ. პუიოლი, რამოსი, მალდინი... და მაგუარი?! ფეხბურთელი, რომელიც არც მოტივატორობის უნარით გამოირჩევა და გუნდს დამაჯერებლობას არ სძენს. "ნისლიან ალბიონზე" მაგუაირი გულზე არ ეხატებათ: ბრიტანულ მედიაში მისდამი მიძღვნილ კრიტიკულ სტატიებსა თუ პოსტებს მრავლად შეხვდებით. TalkSport-ის პოდკასტში, მას "გუნდის ყველა დროის ყველაზე ცუდი შენაძენი" უწოდეს. "ლივერპულის" ყოფილმა ლეგენდამ და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა კი ღიად დააფიქსირა, რომ £78.3 მილიონიანმა ტრანფერმა ფეხბურთელისადმი უდიდესი მოლოდინი შექმნა: მაგუაირი უნდა ყოფილიყო დაცვის გაუვალი კედლის მთავარი შემადგენელი ნაწილი, უკანა ხაზის დირიჟორი და თავდამსხმელების რისხვა. მოლოდინი ერთია, რეალობა კი მეორე. "მანჩესტერი" მაგუაირს ისე შეხვდა, როგორც ტროელები ბერძნების დატოვებულ ხის ცხენს და ორივე შემთხვევაში, შეცდომა იქნა დაშვებული - იმ განსხვავებით, რომ ტროელებს მეტოქისთვის £78.3 მილიონი არ გადაუხდიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბერძნული მითოლოგია მაგუაირს სულაც არ უყვარს. ალბათ გახსოვთ, საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მომხდარი ინციდენტი, როდესაც ნასვამმა ჰარი მაგუაირმა ბარში იჩხუბა, შემდეგ იერიში სამართალდამცავებზე მიიტანა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პრობლემის მოსაგვარებლად, პოლიციელებს ქრთამიც კი შესთავაზა. პოლიციის თანამშრომლის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი “შეურაცხყოფას აყენებდა საბერძნეთს, საბერძნეთის პოლიციასა და კულტურას, იქცეოდა ვულგარულად და ბერძნულ ცივილიზაციას უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა.” მარტივად რომ ვთქვათ, ჰარი მაგუაირმა მთელ ბერძნულ ცივილიზაციას აგინა. ვინც "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს თვალყურს ადევნებთ, სავარაუდოდ, დაგვეთანხმებით. მეტი თვალსაჩოებისთვის, Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე, სახელწოდებით Out of Context Football, მაგუაირის შეცდომების ამსახველი ვიდეო შეგვხვდა, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

იხილეთ Out of Context ჰარი მაგუაირი

სხვა სტატიები