Belive

ჰარი მაგუაირის კატასტროფული მატჩი ლივერპულის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ "ენფილდზე" შეკრებილმა პუბლიკამ "ლივერპულის" შესრულებით ბრწყინვალე პერფორმანსი იხილა. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით "მანჩესტერ იუნაიტედზე" და განსაკუთრებით £80 მილიონად შეძენილ ჰარი მაგუაირზე, რომელმაც პირად აქტივში მორიგი კატასტროფული მატჩი მიითვალა. "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა "ენფილდზე" ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია გატანილი და გაშვებული გოლების თანაფარდობა. "ლივერპულმა" უკანასკნელ 11 საშინაო შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ჰარი მაგუაირი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ გაშვებული 4 გოლიდან - 2 პირადად მაგუაერის სინდისზეა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს პოზიცია არასწორად აქვს შერჩეული და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცუდი ოფსაიდის მახის დაგებას ცდილობს. მაგუაერის შეცდომებით სადიო მანემ და მო სალაჰმა ბრწყინვალედ ისარგებლეს და "ეფინლდზე" შეკრებილი გულშემატკივარი გასაოცარი გოლებით აღაფრთოვანეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მიმდინარე სეზონში კატასტროფულ ფორმაში იმყოფება, რის გამოც მუდამ აკრიტიკებენ. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, მაგუაირი ყოფილმა "ლივერპულელმა" ჯეიმი კარაგერმაც გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება.

კარაგერი | მაგუაერი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება

ჰარი მაგუაირი – მანჩესტერის ტროას ცხენი

სხვა სტატიები