Belive

ჰარი (პოტერ) მაგუაირი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსი" 2:0 დაამარცხა. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები გამარჯვებას VAR-ს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც "არისტოკრატებს" 2 გოლი გაუუქმა, ჰარი მაგუაირი კი წითელი ბარათისგან დაინდო. სწორედ ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის ანგარიშზეა მეორე გოლი, რომელიც მან ბრუნო ფერნანდეშის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ეფექტურად თამაშის შედეგად გაიტანა. 65-ე წუთზე გატანილ გოლს არაბი კომენტატორი საინტერესო რეაქციით გამოეხმაურა, რომელმაც მაგუაირს ჰარი პოტერი უწოდა...

სხვა სტატიები