Belive

ჰარი რედნაპი: "კეინი ბარსელონაში ან რეალში წავა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანი ინგლისელი მწვრთნელი ჰარი რედნაპი "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის კარიერულ მომავალს პროგნოზირებს. 73 წლის სპეციალისტის თქმით, იგი "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში" გადაბარგდება. "ამ ორი კლუბის მხრიდან ინტერესი რომ არსებობს ეს ნათელია. არ არის გამორიცხული, ერთ დღეს წასვლის სურვილი თავად კეინსაც გაუჩნდეს, თუმცა ამ მომენტში იგი "ტოტენჰემზეა" ორიენტირებული. ვფიქრობ, ტრანსფერი მანამდე არ შედგება, სანამ ჟოზე მოურინიო დანიელ ლევის არ ეტყვის, რომ კეინის გაყიდვით მიღებული უზარმაზარი თანხით, მათ სამი ახალი ფეხბურთელის შეძენა და გუნდის გაძლიერება შეეძლებათ. სანამ ეს არ მოხდება, კეინი ლონდონში ითამაშებს.
კეინი პრემიერლიგაში საუკეთესო თავდამსხმელია და თავისი ტიპის ფორვარდებს შორის მასზე კარგი არც არავინაა. ის "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც" დიდებული შენაძენი იქნებოდა. ნებისმიერი კლუბებისთვის... მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ დღეს "მანჩესტერი" "ტოტენჰემზე" უკეთესი გუნდია", - თქვა რედნაპმა, რომელიც "დეზებს" 2008-12 წლებში წვრთნიდა.

სხვა სტატიები