ჰარვი ელიოტი: რამოსის გამო რეალში არ წავედი

ჰარვი ელიოტი “ლივერპულის” აკადემიის 17 წლის ფეხბურთელია, რომელზეც დიდი იმედები მყარდება.

გასულ ზაფხულს ფლორენტინო პერესს ჰარვის შეძენა “კასტილიასთვის” სურდა, თუმცა ინგლისელმა ფეხბურთელმა ესპანეთში გადაბარგებაზე უარი განაცხადა, მიზეზი კი სერხიო რამოსი გახლავთ.

-“რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც “სამეფო კლუბი” შენით ინტერესდება, მაგრამ მას შემდეგ რაც სერხიო რამოსმა, მოჰამედ სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუკეთა მე ის შემზიზღდა და არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმე სახის შეხება მქონდეს სერხიოსთან.” – განაცხადა ელიოტმა

ელიოტს  “მერსისაიდელთა” შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.

(358)

ჰარვი ელიოტი: რამოსის გამო რეალში არ წავედი

სტატიის ავტორი
-