Belive

ჰარვი ელიოტმა საავადმყოფოში მაისური აჩუქა პატარა ბიჭს, რომელმაც ხელი მოიტეხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-4 ტურში ,,ლივერპულმა'' ,,ლიდსი იუნაიტედი'' სტუმრად 3:0 დაამარცხა. მატჩის 58-ე წუთზე უმძიმესი ტრავმა მიიღო ,,მერსისაიდელთა'' 18 წლის ნახევარმცველმა, ჰარვი ელიოტმა, რომელმაც ფეხი მოიტეხა. სოციალურ ქსელში გავრცელდა პატარა ბიჭის ფოტო, რომელიც ხელმოტეხილი ლოგინზე წევს და ელიოტის ფორმა აქვს გადაფარებული. როგორც ბიჭის მშობელი წერს, მის შვილს საკუთარი ფორმა და ბუცები თავად ჰარვიმ აჩუქა:

,,ჩემმა შვილმა დღეს თამაშის დროს ხელი მოიტეხა. აბა, გამოიცანით, ვინ წევს მის გვერდით საწოლზე? ჰარვი ელიოტი, რომელმაც ჩემს ბიჭს მაისური და ბუცები აჩუქა. ბავშვი სიხარულისგან გაოგნებულია.''

სხვა სტატიები