Belive

ჰავერცი ჩელსის მე-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსი" კაი ჰავერცის ტრანსფერთანაა ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, 21-წლის გერმანელ ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. იმ შემთხვევაში, თუ "არისტოკრატები" და "ლევერკუზენი" ჰავერცის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდებიან, 21-წლის გერმანელი შემტევი "ჩელსის" მე-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. წყაროს მტკიცებით, ჰავერცი კვირაში მხოლოდ ხელფასის სახით £140.000 მიიღებს. "არისტოკრატების" რიგებში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ტიმო ვერნერი ითვლება, რომელიც კვირაში £170.000 იღებს. ლონდონური გრანდის კიპერი - კეპა არისაბალაგა კვირაში £150.000 იღებს, ხოლო ნ'გოლო კანტე და კრისტიან პულისიჩი კვირაში £145.000 გამოიმუშავებენ. "ჩელსი" მზადაა ჰავერცს 5-წლიანი კონტრაქტი და მხოლოდ ხელფასის სახით კვირაში £140.000 შესთავაზოს.

სხვა სტატიები