Belive

ჰავერცის ტრანსფერში რეალი, ლივერპული და მანჩესტერი ჩაერთო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად საქმე ეხება კაი ჰავერცს, რომლის ირგვლივაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი სატრანსფერო აჟიოტაჟი იყო, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად "ლევერკუზენის" ფეხბურთელმა "ბაიერნი" უარით გაისტუმრა და მთავარ ვარიანტად "ჩელსი" დარჩა. ბოლო ინფორმაციის თანახმად "არისტოკრატები" ჰავერცის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ, თუმცა Kicker-ის ცნობით ინგლისელებს შესაძლოა დამატებითი თავსატეხი წარმოეშვათ, ვინაიდან 21 წლის გერმანელის გადაბირების საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "რეალი" გამოჩნდნენ. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი სურვილი "ჩელსიში" გადასვლაა, თუმცა ინგლისური კლუბი ჯერ კიდევ დუმს.  

სხვა სტატიები