ჰავერცმა გერმანიის ნაკრები დატოვა და ლონდონში გაფრინდა – ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება

კაი ჰავერტსი ძალიან მალე ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი გახდება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ლევერკუზენის “ბაიერის” შემტევმა ნახევარმცველმა გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა და ინგლისში კონტრაქტის გასაფორმებლად და ტრანსფერის დასასრულებლად გაემგზავრა.

“მომავალი კაის ეკუთვნის, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ გუნდში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მან ახალი საერთაშორისო სეზონის დასაწყისში კონცენტრირება ნაკრებზე მოახდინოს, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ახლა “ბაიერისა” და კაისთვის აუცილებელია ამ ტრანსფერის დასრულება.

ამავე დროს, გერმანული ფეხბურთისთვის დიდი პატივი და აღიარებაა, რომ ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელებზე, წამყვანი უცხოური გრანდებისგან მოთხოვნა არსებობს. საზღვარგარეთ თამაშს, როგორც სპორტული, ასევე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. საბოლოო ჯამში, ეს სარგებელს ნაკრებს და გერმანულ ფეხბურთს მოუტანს”, – წერს გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია.

21 წლის ფეხბურთელმა “ფარმაცევტების” მთავარი გუნდის შემადგენლობაში, 3 წელიწადში, 150 მატჩში 46 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(32)

ჰავერცმა გერმანიის ნაკრები დატოვა და ლონდონში გაფრინდა – ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება

სტატიის ავტორი
-