Belive

ჰენდერსონი: "ლივერპულში კოუტინიოს დრო წავიდა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კლუბში ფილიპე კოუტინიოს შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. "ფილი ჩემი კარგი მეგობარია. მე მას გამორჩეულ მოთამაშედ ვთვლი. მას აქვს ყველაფერი, მათ შორის სწორი დამოკიდებულება და უყვარს ფეხბურთი. ცხადია, გამიხარდება, თუ ის აქ, ჩემთან ერთად ითამაშებს. მაგრამ ჩემზე არაფერია დამოკიდებული. ალბათ უკეთესია ამის შესახებ მწვრთნელს ჰკითხოთ. ბიჭები კოუტინიოს გულთბილად ეპყრობოდნენ და თუ მათ შეეკითხებით, დარწმუნებული ვარ დადებით პასუხს მიიღებთ. თუმცა, კოუტინიოს დრო "ლივერპულში" წავიდა. მან დატოვა აქაურობა და იმედი მაქვს მალე იმ დონეზე ითამაშებს, როგორც ჩვენთან იყო",-თქვა ინგლისის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა. ბრაზილიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ამჟამად "ბარსელონას" მფლობელობაშია და მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს.

სხვა სტატიები