Belive

ჰენდერსონი რჩება - კაპიტანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის ჯორდან ჰენდერსონი ვირჯილ ვან დაიკს, ალისონს, ენდი რობერტსონს, ალექსანდრ-არნოლდსა და ფაბინიოს შეუერთდა და მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. სატრანსფერო სპეკულაციების მიუხედავად, კაპიტანმა "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა. ჯორდან ჰენდერსონი "ლივერპულს" 2011 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მერსისაიდელთა ნახევარდაცვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.
"ამ კლუბში გატარებული თოთოეული წუთი მაბედნიერებს. დაუვიწყარი და წარმოუდგენელი მოგზაურობის გაგრძელება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სასიამოვნოა. ვიმედოვნებ, "ლივერპულის" წარმომადგენლები და ფანებიც მსგავსად ფიქრობენ", - აღნიშნა ჯორდან ჰენდერსონმა.
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰთან, სადიო მანესა და რობერტო ფირმინოსთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შემტევი ტრიოც გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

სხვა სტატიები