Belive

ჰენდერსონი - "სიტის თამაშს საბავშვო არხის ყურება მირჩევნია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბატალიები დასკვნით ფაზაში შევიდა. საჩემპიონო ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა და გულშემატკივარს, უკანასკნელ ტურში გამორჩეული მატჩების ყურების შესაძლებლობა აქვს. 22 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, პრემიერ ლიგის უკანასკნელი (38) ტურის მატჩები გაიმართება. პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი", რომელიც 90 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, სტივენ ჯერარდისა და ფილიპე კოუტინიოს "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. "ლივერპული" 89 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და "ვულვზს" უპირისპირდება. მერსისაიდულ გრანდს კონკურენტის ფეხის დაცდენის იმედი აქვს. ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასების მოგების შემდეგ, "ლივერპულს" ისტორიული 4 ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა კვლავ აქვს - ამისათვის "მანჩესტერ სიტიმ" ქულები უნდა დაკარგოს და "ლივერპულმა" საკუთარ მატჩში გამარჯვება მოიპოვოს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალი" დაამარცხოს. სეზონის გადამწყვეტი მატჩის წინ, ჯორდან ჰენდერსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ლივერპულის" კაპიტანმა ხუმრობით აღნიშნა, რომ "სიტის" მატჩებს საბავშვო არხის ყურება ურჩევნია. ჯორდან ჰენდერსონი: "ეს ყოველთვის დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. არასდროს გჯერა, რომ "სიტი" ქულებს დაკარგავს - ის ფანტასტიკური გუნდია. "სიტის" თამაშებს არ ვუყურებ, მაგრამ ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც კონკურენტის თამაშებს მუდამ უყურებენ. "სიტის" თამაშის სტილის ყურება ჩემთვის არასასიამოვნოა, ამიტომ საბავშვო არხზე გადართა მირჩევნია".

სხვა სტატიები