Belive

ჰენდერსონი: "უნდა ჩავიდეთ მიუნხენში და უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც გუნდმა "ბაიერნთან" ფრედ, 0:0 ითამაშა, კომენტარი გააკეთა. ჰენდერსონის, აზრით, მის გუნდს ბურთი უნდა გაეტანა და თამაში მოეგო.
"უსამართლობაა, რომ ჩვენ გოლი ვერ გავიტანეთ. მეორეს მხრივ, ჩვენ კარგად გავისარჯეთ დაცვაში და მეტოქეს მინიმალური შანსი მივეცით. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა და ერთი ან ორი ბურთი უნდა გაგვეტანა. ამის მიუხედავად, დაფიქსირებული შედეგი დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ უნდა ჩავიდეთ მიუნხენში და საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ, გამოვიყენოთ შანსები. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ გვაქვს მსგავს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ" - განაცხადა "ლივერპულის" კაპიტანმა.
 

სხვა სტატიები