Belive

ჰერვი ელიოტი - პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩი, სადაც "ვულვზი" "ფულემს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ეს მატჩი გამორჩეული იყო იმით, რომ მატჩის 88-ე წუთზე "ფულემის" შემადგენლობაში ანდრე-ფრანკ ზამბოს მაგივრად მოედანზე გამოვიდა ჰერვი ელიოტი, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ინგლისელი ფეხბურთელი 16 წლისა და 30 დღის არის. იგი 2003 წლის 4 აპრილს დაიბადა.

სხვა სტატიები