Belive

ჰეუნგ-მინ სონი ბაიერნში?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოურ სპორტულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემის" კორეელი ფეხბურთელი, ჰეუნგ-მინ სონი, შესაძლოა ინგლისური კლუბის რიგებში ვეღარ ვიხილოთ. საქმე იმაშია, რომ სონის გადაბირებასთან დაკავშირებით, გერმანული გრანდი, მიუნხენის "ბაიერნი" გამოთქვამს ინტერესს. Football Insider იუწყება, რომ სონს ინგლისურმა კლუბმა ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს კვირაში 200,000 გირვანქაზე მეტი ერგება. ასევე ცნობილია, რომ მიუნხენელები სონისათვის საკონტრაქტო შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ, თუმცა კონტრაქტის დეტალები არ საჯაროვდება. ამ დროისათვის, კორეელმა ვინგერმა "დეზების" მაისურით მოედანზე 270 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 103 გოლი და 63 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები