Belive

ჰიდროციკლის მართვის წესის დარღვევა - რონალდუ შესაძლოა დაჯარიმდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს შვილი კუნძულ მადეირაზე დეიდასთან ერთად ისვენებს. პორტუგალიელი ფეხბურთელის დამ ელმამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უმცროსი რონალდუ ჰიდროციკლს მართავს. პორტუგალიის კანონმდებლობის მიხედვით, 10 წლის პირისთვის აღნიშნული ტრანსპორტის მართვა აკრძალულია. ჰიდროციკლის გამოყენება მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის მქონე პირებს შეუძლიათ. პორტუგალიის პოლიცია მომხდარს იძიებს. როგორც ცნობილია, დარღვევა 268 ფუნტიდან 2600 ფუნტამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

 იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები