Belive

ჰილსბოროს ტრაგედიის 31-ე მემორიალი გადაიდო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰილსბოროს ტრაგედიის შედეგად, მერსისაიდული გრანდის 96 გულშემატკივარი გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ, ყოველწლიურად 15 აპრილს "ლივერპულის" გულშემატკივრები მემორიალთან იკრიბებოდნენ, რათა გარდაცვლილთა ხსოვნისათვის პატივი მიეგოთ. 31 წლის განმავლობაში პირველად - 15 აპრილს "ლივერპულის" გულშემატკივრები მემორიალთან არ შეიკრიბებიან. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. მოქალაქეებს თვითიზოლაციის დაცვისა და უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნების დირექტივა აქვთ მიცემული - აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰილსბოროს ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კომიტეტმა, 31-ე წლისთავის ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. "გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგები ღონისძიების გადადების აუცილებლობის გაანალიზებისა და სწორად გაგების გამო, ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ინფორმაციის მოწოდებას, თუ როდის შევძლებთ მემორიალთან შეკრებას. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ გვიერთდებით ლოცვებში და გახსოვთ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 96 გულშემატკივარი და მათი ოჯახის წევრები, რომლებზეც ფიქრობდით და დახმარებას უწევდით ამ მძიმე პერიოდში", - ნათქვამია ოფიციალურ მოხსენებაში. 15 აპრილს, ჰილსბოროს ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ 96 გულშემატკივარს, "ლივერპულის" ფეხბურთელები და მომსახურე პერსონალი პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ.

სხვა სტატიები