Belive

ჰიონესი აცხადებს, რომ "ბაიერნს" ალკანტარასთან დაკავშირებით აშანტაჟებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვეტერანი დირექტორი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სატრანსფერო ბაზარზე სულ უფრო ხშირად მიმართავენ ფარულ გარიგებებს. მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა იული ჰიონესმა შეტევა მიიტანა "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" და განაცხადა, რომ ისინი გერმანული გუნდის დაშანტაჟებას ცდილობენ და "ბაიერნს" ტიაგო ალკანტარას გაყიდვას აიძულებენ. "ბარსელონას" ყოფილ ფეხურთელს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა "ბაიერნის" ბოლო წლების წარმატებაში, რაც საბოლოოდ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაგვირგვინდა, სადაც "ბაიერნმა" "პსჟ" 1:0 დაამარცხა ლისაბონში. ესპანეთის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ლივერპულში ბოლო დროს აქტიურად განიხილებოდა, თუმცა თავად ჰიონესი თვლის, რომ ტიაგოსთან დაკავშირებით არცთუ მთლად პატიოსანი თამაში მიდის. Sport1-თან ჰიონესმა განაცხადა, რომ "რთულია სიტუაციაა", მისივე თქმით, "ბაიერნი" ტიაგოსთან ახალ ოთხწლიან კონტრაქტზე იყო შეთანხმებული, თუმცა შემდგომ ალკანტარამ კლუბს განუცხადა, რომ ის ახალ გამოწვევებს ეძებს. ჰიონესი თვლის, რომ ტიაგოს შეთანხმება აქვს მიღწეული ან "ლივერპულთან", ან "მანჩესტერ იუნაიტედთან", ანდა სულაც ორივესთნ. ჰიონესის აზრით ორივე კლუბი იტყუება, რადგან "მიუნხენის ბაიერნს" ოფიციალურად არავინ დაკავშირებია. ის თვლის, რომ ორივე კლუბი ტრანსფერებისთვის განკუთვნილ ბოლო კვირას ელოდება და ამის შემდგომ გააკეთებენ იაფ შემოთავაზებას, ეს სტილი კი შანტაჟს უფრო ჰგავს. "ასეთ შემთხვევაში "ბაიერნმა" საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს უნდა, რომ დათანხმდეს ამას, თუ ფეხბურთელს ეტყვის, რომ დარჩეს",- აცხადებს ჰიონესი.

სხვა სტატიები