Belive

ჰიონესი ბოატენგს ბაიერნის დატოვებისკენ მოუწოდებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ული ჰიონესი ჯერომ ბოატენგს "ბაიერნის" დატოვებისკენ მოუწოდებს. 30 წლის უკანახაზელი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. "ბაიერნის" შემადგენლობაში, ბოატენგი შვიდჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, ერთხელ კი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი. "კლუბის დატოვებას ვურჩევ. ვფიქრობ, რომ მას ახალი გამოწვევა სჭირდება. როგორც მეგობარი, ვურჩევ "ბაიერნი" დატოვოს. კარები რა თქმა უნდა არ დახურულა. მას "ბაიერნთან" კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ კლუბს შეიცვლის", - აღნიშნულია ჰიონესის განცხადებაში.

სხვა სტატიები