Belive

ჰოლანდ, ჰოლანდ - გრილიშმა სიტის ახალწვეულის დახვედრის კადრები გაავრცელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯეკ გრილიშმა "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულის - ერლინგ ჰოლანდის დახვედრის კადრები გაავრცელა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ხვდებიან "სიტის" ფეხბურთელები გუნდის ახალწვეულს, რის შემდეგაც, ჰოლანდი თანაგუნდელებს ესალმება და სიტყვით მიმართავს. ეჭვგარეშეა, ერლინგ ჰოლანდი "ქალაქელთა" უდიდესი შენაძენია - შესაძლოა ის ყველაზე ძვირადღირებული არაა, თუმცა, "სიტის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია და პრემიერლიგის გრანდის მესვეურები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. თანაგუნდელები, ხელმძღვანელები და რიგითი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ჰოლანდი იმ ბრწყინვალე სტატისტიკის გაგრძელებას შეძლებს, რომლითაც "დორტმუნდში" გამოიჩინა თავი - შესაბამისად მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

სხვა სტატიები